ირაკლი სესიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა მიზანმიმართულად რევოლუციისა და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს
ირაკლი სესიაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა მიზანმიმართულად რევოლუციისა და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა მიზანმიმართულად რევოლუციისკენ, არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები არ აინტერესებს, რადგან მომავალ პრეზიდენტს ის უფლებამოსილება და კომპეტენცია არ ექნება, რაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ გაჰყვირის, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გააუქმებს და ა.შ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა მიზანმიმართულად რევოლუციისკენ, არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს. მათ ეგონათ, ფაბრიკაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოებაში მუხტი გაჩნდებოდა. წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ, აქციები დაეწყოთ და პროცესები დესტაბილიზაციასა და არეულობაში გადაეზარდათ. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანი კანონის დარღვევას დააპირებს, რაზეც უმკაცრესი პასუხი იქნება“, – განაცხადა სესიაშვილმა.