ირაკლი სესიაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, პოლიციელი იყო, თუ რიგითი მოქალაქე, ინციდენტი პანკისში მოხდა, თუ სამტრედიაში, კანონი ყველგან უნდა აღსრულდეს
ირაკლი სესიაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს, პოლიციელი იყო, თუ რიგითი მოქალაქე, ინციდენტი პანკისში მოხდა, თუ სამტრედიაში, კანონი ყველგან უნდა აღსრულდეს

მნიშვნელობა არ აქვს, პოლიციელი იყო, თუ რიგითი მოქალაქე და ინციდენტი პანკისის ხეობაში მოხდა, თუ სამტრედიაში, კანონი ყველგან უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პანკისში განვითარებული პროცესების შეფასებისას განუცხადა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიების შედეგები ობიექტური იქნება.

„ეს ოპოზიციას რომ არ სჯერა, მისი ნიშაა და ახალი არაფერია. როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, საერთო პოზიციების კონსოლიდაცია უნდა მოვახერხოთ. მესმის, რომ ამის უნარ-ჩვევები არ აქვთ, მაგრამ არის საკითხები, სადაც სახელმწიფო ინტერესები უნდა დავიცვათ, მათ შორის როცა არის კითხვა – დაისაჯონ თუ არა. მნიშვნელობა არ აქვს, პოლიციელი იყო, თუ რიგითი მოქალაქე და ინციდენტი პანკისის ხეობაში მოხდა, თუ სამტრედიაში, კანონი ყველგან უნდა აღსრულდეს. ოპოზიციას აქვს თავისი წარსული და თავის პრაქტიკაზე აპელირებს. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს, არაერთი თანამშრომელი დათხოვილია სამსახურიდან სწორედ იმის გამო, რომ დანაშაული ჩაიდინა, ან დისციპლინური გადაცდომა ჰქონდა”, – განაცხადა სესიაშვილმა.