ირაკლი სესიაშვილი - მადლობა პარტნიორი ქვეყნების საელჩოებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან, დიალოგი შედგეს
ირაკლი სესიაშვილი - მადლობა პარტნიორი ქვეყნების საელჩოებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან, დიალოგი შედგეს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციასთან გამართული დიალოგის ფორმატში ულტიმატუმით საუბარი არ უნდა იყოს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, „მთავარია, პატივი სცე ამომრჩეველს, საკუთარ თავს, მოწინააღმდეგეს და იფიქრო, ქვეყნის მომავალზე“.

„ქართულ ოცნებას“ ძალიან ადეკვატური აღქმა აქვს იმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ცხადია, ნებისმიერ დროს, მზად ვართ დიალოგისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო პარტნიორი ქვეყნების საელჩოებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც მზად არიან, დიალოგი შედგეს. დიალოგის ფორმატში არ უნდა იყოს ულტიმატუმით საუბარი, რადგან საერთო ინტერესი გვაქვს. საპარლამენტო არჩევნები რომ წააგეს, ფაქტია და ეს მანამდეც კარგად იცოდნენ. მთავარია, პატივი სცე ამომრჩეველს, საკუთარ თავს, მოწინააღმდეგეს და იფიქრო, ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.