ირაკლი სესიაშვილი - მივესალმებოდი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე ოპოზიციასთან ერთად გვემსჯელა, მაგრამ ოპოზიცია არ მოვიდა, რაც მათი არჩევანია
ირაკლი სესიაშვილი - მივესალმებოდი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე ოპოზიციასთან ერთად გვემსჯელა, მაგრამ ოპოზიცია არ მოვიდა, რაც მათი არჩევანია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, თუ „მინისტრის საათის“ ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში მოსმენას ოპოზიციაც დაესწრებოდა.

სესიაშვილის თქმით, მიესალმებოდა, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე ოპოზიციასთან ერთად ემსჯელათ და კონკრეტულ საკითხებზე დისკუსია გაემართათ.

„თავდაცვის მინისტრის ანგარიშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ როგში საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რა ხდება ჯრში, რა რეფორმები ხორციელდება, სად იხარჯება ფული და როგორია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მეორე მხრივ, პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და მე გული მწყდება, რომ დღეს არ გაიმართა სრულყოფილი პოლიტიკური პროცესი იმდენად, რამდენადაც თავდაცვა და უსაფრთხოება არის საერთო ეროვნული ინტერესი.

მივესალმებოდი, რომ მაგალითად, დღეს თავდაცვის მინისტრის მოსმენასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე ოპოზიციასთან ერთად გვემსჯელა და კონკრეტულ საკითხებზე დისკუსია გაგვემართა.

ეს იქნებოდა სწორი და ნორმალური, მაგრამ ოპოზიცია არ მოვიდა. ეს მათი არჩევანია. ღარიბაშვილის საკმაოდ ამბიციურ პროექტებს წარმატებებს ვუსურვებ. მან რაც აქამდე თქვა, ყველაფერი შეასრულა. ეს ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ის პროექტები, გეგმები, რაც თავდაცვის სამინისტროს აქვს, ასევე წარმატებით დასრულდება“,- განაცხადა სესიაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ და თავდაცვის მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ.