ირაკლი სესიაშვილი - მინისტრების გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ოპონენტებს სურთ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს გუნდში სეროზული პრობლემებია
ირაკლი სესიაშვილი - მინისტრების გადადგომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ოპონენტებს სურთ, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს გუნდში სეროზული პრობლემებია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან წასვლის საფუძველს ვერ ხედავს.

როგორც ირაკლი ირაკლი სესიაშვილმა პირველ არხს განუცხადა, სხვადახხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია მინისტრების ცვლილებებისა და სხვა მოვლენების შესახებ, რაც უფრო მეტად ოპონენტების სურვილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არის ჭორი და ჩვენი ოპონენტების უფრო სურვილი, ვიდრე რეალობა. ამ ტიპის ინფორმაციას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური მედია ავრცელებს და ეს მხოლოდ ჭორია. ოპონენტებს სურთ, საზოგადოებაში შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს გუნდში არის რაიმე სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა სესიაშვილმა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილი ტრაგედიას ვერ ხედავს, თუ გუნდი რამდენიმე მისმა წევრმა დატოვა და ამ პროცესს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს.