ირაკლი სესიაშვილი - მინდა, დაგაიმედოთ, დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ
ირაკლი სესიაშვილი - მინდა, დაგაიმედოთ, დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის შესასვლელთან კომენტარი გააკეთა იმ ხუთ სამხედროსთან დაკავშირებით, რომლებიც საავადმყოფოში მომატებული ტემპერატურით არიან მოთავსებული.

სესიაშვილის თქმით, ოფიციალურ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს, თუმცა დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ.

„უნდა დაველოდოთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოლური წესით მოახდინა ყველა იმ ნორმის დაცვა. ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული, ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურად იქნება ცნობილი. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდოდ მათ არ დაუდასტურდებათ“, – განაცხადა სესიაშვილმა.