ირაკლი სესიაშვილი - კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მიზანმიმართულად აყენებს მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ჩვენს თანამოქალაქეებთან ურთიერთობას ვერავინ გაწყვეტს
ირაკლი სესიაშვილი - კრემლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მიზანმიმართულად აყენებს მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ჩვენს თანამოქალაქეებთან ურთიერთობას ვერავინ გაწყვეტს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სიახლეს არ წარმოადგენს, რომ, სამწუხაროდ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას და უხეშად ლახავს ადამიანების უფლებებს.

სესიაშვილის შეფასებით, კრემლი და ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად მოქმედებენ, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს შორის ურთიერთობა დაბრკოლდეს.

„სამწუხაროდ, კრემლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა ბედი არ ადარდებს და სიახლეს არ წარმოადგენს, რომ რუსული აგრესია და პოლიტიკა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, უხეშად ილახება ადამიანის უფლებები. მეჩვენება, რომ ამას კრემლი და ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად აკეთებენ, ვინაიდან ბუნებრივი ურთიერთობა, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ, იყოს დაბრკოლებული. მერწმუნეთ, ამ ბუნებრივ ურთიერთობას ვერავინ ვერასდროს გაწყვეტს და ყოველთვის გვექნება საუკეთესო ურთიერთობის განცდაც და ჩვენი ხელისუფლებაც ამ მიმართულებით მნიშვლვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს“ ,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დატოვე კომენტარი