ირაკლი სესიაშვილი - ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ სააკაშვილს ყველაფერი მიჰყავს რევოლუციისკენ
ირაკლი სესიაშვილი - ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ სააკაშვილს ყველაფერი მიჰყავს რევოლუციისკენ

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და ეს დაადასტურა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. დანარჩენი ხალხს ძალიან კარგად ესმის, რომ სააკაშვილს ეს ყველაფერი მიჰყავს რევოლუციისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რაც ხდება საოლქო კომისიებთან, არის ინსპირირებული, რომ საზოგადოებაში გამოიწვიონ მღელვარება.

„ყველამ ნახა, გუშინ, როდესაც გადაითვალა თერთმეტი უბნის მონაცემები და ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა უკვე ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრები, რომლებიც საჩივრებს წერდნენ, კომისიის სხდომებს არ დაესწრნენ და პროტესტი გამოუცხადეს. გარეთ აწყობენ პროვოკაციებს და შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ ღირსეულ პოლიციას. ეს ყველაფერი არის მარტივი წასაკითხი. მათ მიჰყავთ ეს ყველაფერი რევოლუციისკენ, რაც რა თქმა უნდა, არ გამოუვათ, რადგან ამ ქვეყანაში საზოგადოებას, ჩვენს ხალხს ყველაფერი ესმით ძალიან კარგად და პატივი სცენ, ჩვენ ამომრჩეველს, რომელთა რაოდენობა თითქმის მილიონია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივ თქმით, სააკაშვილის კლასტერს არ ესმის, რომ უნდა აღიარონ არჩევნებში წაგება, მათ ასევე არ აინტერესებთ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.