ირაკლი სესიაშვილი - გიორგი მარგველაშვილი ვერ ჩამოყალიბდა, პოლიტიკურად სად არის და ოპოზიციის ნარატივს ატარებს
ირაკლი სესიაშვილი - გიორგი მარგველაშვილი ვერ ჩამოყალიბდა, პოლიტიკურად სად არის და ოპოზიციის ნარატივს ატარებს

გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, არსებულ ვითარებაში თავისი ხმა გამოაჩინოს, – ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ შეთავაზებაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხებზე მთავრობის სხდომა იყოს მოწვეული.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა, პოლიტიკურად სად არის და რა დამოკიდებულება აქვს.

„გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა ფაქტობრივად ამოეწურა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა, პოლიტიკურად სად არის და რა დამოკიდებულება აქვს, ჩემი აზრით, ოპოზიციის ნარატივს ატარებს. ალბათ, ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, ამ ვითარებაში თავისი ხმა გამოაჩინოს მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.