ირაკლი სესიაშვილი - გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ბევრ კითხვას აჩენდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავის დროზე, მტერი და მოყვარე ერთად იყო
ირაკლი სესიაშვილი - გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ბევრ კითხვას აჩენდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავის დროზე, მტერი და მოყვარე ერთად იყო

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ბევრ კითხვას აჩენდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავის დროზე, მტერი და მოყვარე ერთად იყო.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დეპუტატი ამბობს, რომ ეს ადამიანები ერთად სწორედ ძალაუფლების წყურვილის მიზნით იყვნენ. “მათში ეს სურვილი არ გაქარწყლებულა, მაგრამ ამ ფორმით თავისი სახე წარმოაჩინეს და დაიშალნენ, რაც მათი არჩევანია.

„ქართულ ოცნებას“ ნაკლებად აინტერესებს, ოპოზიციურ ძალებში რა პროცესები მიმდინარეობს, ჩვენი პოლიტიკური ხედვა გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მმართველმა ძალამ თავისი წარმატების ფორმულა წარმოადგინოს და შესაბამისი მხარდაჭერა მივიღოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.