ირაკლი სესიაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს მიზეზს, რა და როგორ მოხდა
ირაკლი სესიაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს მიზეზს, რა და როგორ მოხდა

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დასკვნის შემდგომ გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს იმ რეალურ მიზეზს, თუ რა და როგორ მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დასკვნის შემდგომ გამოძიება უფრო ინტენსიურად წარიმართება და დაადგენს რეალურ მიზეზს, თუ რა და როგორ მოხდა. გამოძიების პროცესს უნდა დაველოდოთ. ამ პროცესში ყველა ჩართულია, ადვოკატები და პროკურატურა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

დატოვე კომენტარი