ირაკლი სესიაშვილი - დარწმუნებული ვარ, მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის
ირაკლი სესიაშვილი - დარწმუნებული ვარ, მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტზე ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის

დარწმუნებული ვარ, დღეს მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტის განვითარებისა და მიმდინარეობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია.

„ანაკლიის პროექტი არის ეროვნული პროექტი, ამიტომ მის მიმართ ჩვენი ძალისხმევა ერთიანი იქნება.  ოპოზიციასაც მოვუწოდებ, რომ იყოს არა უსაფუძვლო კრიტიკა, როგორც მათ ეს ჩვევიათ, არამედ აქ საქმიანი მიდგომა იყო, რადგან ეს საკითხი ყველას ინტერესში შედის. ამ პროექტმა მომავალში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, დღეს მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პროექტის განვითარებისა და მიმდინარეობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის დღეს მოუსმენენ. მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშის წარდგენის სურვილით თავად მიმართა.