ირაკლი სესიაშვილი – დარწმუნებული ვარ, დავით გარეჯის საკითხი ურთიერთშეთანხმებით გადაწყდება და პრობლემა არ შეიქმნება

12:34, 03.05.2019

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი ურთიერთშეთანხმებით გადაწყდება და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა განცხადება, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაა.

„აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა. წლების განმავლობაში კეთილმეზობლური ურთიერთობით გამოვირჩევით. დარწმუნებული ვარ, საკითხი ურთიერთშეთანხმებით გადაწყდება და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ემოციებისგან თავი უნდა შევიკავოთ და პრაგმატულ შედეგს მივაღწევთ“, – განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

მსგავსი