ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია ვაშინგტონში უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ
ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი ბერაია ვაშინგტონში უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ

პარლამენტის თავდაცვისა დაუშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია აშშ-ში გაემგზავრნენ, სადაც 6 დეკემბერს, უსაფრთხოებისა და დაზვერვის საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ.

ღონისძიებაზე განიხილება ტერორიზმთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის, ამ კუთხით საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, კიბერუსაფრთხოებისა და სხვა საკითხები.

აღნიშნულ ღონისძიებაში პარლამენტის წევრები კონგრესმენ რობერტ პიტენგერის და სენატორ ებისლინდსი გრეჰემისა და რიჩარდ ბურის მოწვევით მონაწილეობენ.