ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან ძალიან ინტენსიურია და სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თემა
ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან ძალიან ინტენსიურია და სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თემა

ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან ძალიან ინტენსიურია და სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადებებისა და ალიანსის მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ინტენსიური არის ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან და სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თემა. სამწუხაროდ, ასევე ვხედავთ რუსეთის არალოგიკურ რეაქციებს, მაგრამ ჩვენ ხალხთან ერთად გვაქვს არჩევანი გაკეთებული. ეს არჩევანი არის მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და თავისთავად ცხადია, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.