ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გენერალური პროკურატურის დასკვნას ეთანხმება და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, გამოძიების მიმართ აბსოლუტური ნდობა აქვს.

„გენერალური პროკურატურის დასკვნამ ყველა კითხვას პასუხი გასცა. ჩემთვის დამატებით ხელმისაწვდომი იყო ის ინფორმაცია, რაც უკავშირდებოდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. ჩემთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია“, – დასძინა სესიაშვილმა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიების შეწყეტის შესახებ განცხადება პროკურატურაში 28 იანვარს გაკეთდა.