ირაკლი რუხაძე - სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ გააკეთებდა იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც 26 მაისს მოხდა, მთავრობას ამის საშუალებას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე
ირაკლი რუხაძე - სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ გააკეთებდა იმას, რაც 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც 26 მაისს მოხდა, მთავრობას ამის საშუალებას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე

საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა მოხდა. ეს არის აუცილებელი, რათა შემდეგ ქვეყანაში, რაც გინდა, ის გააკეთო და  რაც სააკაშვილმა მოუწყო ქვეყანას. იმისთვის, რომ აბსოლუტური უკანონობა დანერგო, პირველ რიგში, უნდა გაანადგურო თავისუფალი სიტყვა, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

რუხაძის თქმით, თავისუფალი სიტყვის პირობებში სააკაშვილს ამის გაკეთების საშუალება არ ექნებოდა.

„სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ მიაღწევდა იმას და ვერ გააკეთებდა იმას, რაც შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში გააკეთა, რაც მოხდა 26 მაისს და ყველაფერ სხვას. ამის საშუალებას მთავრობას აძლევს მხოლოდ სრული კონტროლი მედიაზე. მედიაზე სრული კონტროლი რომ არ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მოახერხებდა“, – განაცხადა რუხაძემ.