ირაკლი ქარსელაძე სამშენებლო სექტორს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას ჰპირდება
ირაკლი ქარსელაძე სამშენებლო სექტორს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას ჰპირდება

ძალიან საინტერესო და ვფიქრობ, შედეგიანი შეხვედრა იყო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა დღეს, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

„უმნიშვნელოვანესია ბიზნესსექტორმა სრულად აღიქვას არსებული ვითარება და შეძლოს პროექტების შემდგომი შეუფერხებელი განხორციელება. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ ახალ პროექტებში, რისთვისაც სახელმწიფო მხრიდან, შესაბამისი ასიგნებები გამოიყოფა. მრავალ გამოწვევაზე ძალიან კონკრეტული პასუხები არსებობს და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ კომპანიებს ნამდვილად მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ექნებათ როგორც ამ კრიზისულ ეტაპზე, ისე შემდგომში, კიდევ უფრო განვითარებისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დატოვე კომენტარი