ირაკლი ქარსელაძე - პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გეგმის მიხედვით, ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანეს პროექტს
ირაკლი ქარსელაძე - პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გეგმის მიხედვით, ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანეს პროექტს

პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გეგმის მიხედვით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დააანონსა, ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანეს პროექტს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თელავის მოსახლეობას სრულად ექნება სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგება.

„ვიწყებთ თელავის წყალმომარაგების უმნიშვნელოვანეს პროექტს. 24 მილიონი ლარამდეა იმ ხელშეკრულების ღირებულება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც 79 კილომეტრი ქსელი მოეწყობა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხუთ არსებულ ჭაბურღილს. დაემატება სამი ახალი ჭაბურღილი, ასევე დაემატება ახალი რეზერვუარები, მოეწყობა სკადას მართვის სისტემა, რომელსაც ჩვენ ყველა თანამედროვე პროექტებში ვიყენებთ.

შესაბამისად, თელავის მოსახლეობას სრულად ექნება სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგება. 450 დღე, დაახლოებით 15 თვეა სამუშაოების პერიოდი, გათვალისწინებულია ერთწლიანი საგარანტიო ვადა. წელს გახსნილი გამწმენდი ნაგებობის პირობებში, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რო თელავს ექნება გამართული წყალმომარაგების სისტემა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი გეგმის მიხედვით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დააანონსა თელავთან დაკავშირებით დიახ, ნამდვილად ასეა, ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები და პროექტის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.