ირაკლი ქარსელაძე - დეცენტრალიზაციას ვავითარებთ არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ უშუალოდ ადგილობრივი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით
ირაკლი ქარსელაძე - დეცენტრალიზაციას ვავითარებთ არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ უშუალოდ ადგილობრივი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით

დეცენტრალიზაციას, რომელიც მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ევროკავშირში შესვლის გზაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე ინტენსიურად ვავითარებთ არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ უშუალოდ, ადგილობრივი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, დეზენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, 2020 წელს გადამზადდა მუნიციპალიტეტების 2000 თანამშრომელი.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2021 წელს გაგრძელდება ასევე რეგიონული ფონდის დაფინანსება და სოფლის პროგრამის განხორციელება.