ირაკლი ქარსელაძე - ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს
ირაკლი ქარსელაძე - ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის პროექტზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ქარსელაძემ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„როგორც გვქონდა დაგეგმილი, ნოემბრისთვის ვვარაუდობთ უკვე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას სამშენებლო სამუშაოებზე. 330 მილიონი ლარია საორიენტაციოდ ბიუჯეტი, რაც დასჭირდება ამ პროექტს. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ნამდვილად ექნება შესაბამისი გზა და რკინიგზა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზა და რკინიგზა 18 კმ-იანი იქნება. პროექტირებას მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს.