ირაკლი ქარქაშაძე - ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება
ირაკლი ქარქაშაძე - ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება

ქუთაისის აეროპორტის განახლება დასრულდა 2021 წელს. ჯამში, 110 მლნ იყო ინვესტიცია. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინვესტიციის, რომელიც დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტთან ახალი 500-ადგილიანი საპარკინგე სივრცე მოეწყობა.

„დავასრულეთ ტენდერი და ზაფხულის მეორე ნახევარში უკვე მზად იქნება. ასევე, უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოეწყობა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განვითარდება სატვირთო ავიამიმოსვლაც. კერძო სექტორის ჩართულობა ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“,  – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.