ირაკლი ქარქაშაძე - მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე
ირაკლი ქარქაშაძე - მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე მოუწოდებს მგზავრებს, რომ ქუთაისის აეროპორტში რეგისტრაციაზე დროულად ან უფრო ადრე გამოცხადდნენ.

მისივე განმარტებით, უამინდობის მიზეზით გზებზე შეფერხებების გამო, გაფრთხილებული ჰყავთ ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ თბილისიდან დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ.

„ქუთაისი-ბერლინის რეისზე 87 მგზავრი გამოცხადდა დაგვიანებით, როდესაც რეგისტრაცია ბერლინის რეისზე დასრულებული იყო და იწყებოდა 98 მგზავრის ჩასხდომის პროცედურა. იცით, რომ დასავლეთში არის ძლიერი თოვა და ყინვა. ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, რომ, გზებზე შეფერხებების გამო, დაგეგმილზე უფრო ადრე გამოვიდნენ თბილისიდან. ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიეთ, რომ „ვიზეარი“ დათანხმდა ამ 87 მგზავრისთვის ნებისმიერი მიმართულებით ბილეთების გადაცვლას თანხის დამატების შემთხვევაში. საუბარია, დაახლოებით 300 ლარზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს, დაიჭირონ თადარიგი და დროულად ან უფრო ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში რეგისტრაციაზე. ამ ეტაპზე 85 მგზავრს ბილეთი სასურველი მიმართულებით უკვე აქვს გადაცვლილი“, – განაცხადა ქარქაშაძემ.