ირაკლი ქარქაშაძე Connect 2025-ზე British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა
ირაკლი ქარქაშაძე Connect 2025-ზე British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა

ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმის, Connect 2025-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ფლაგმანის, British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბრიტანული ავიაკომპანიის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყების ტექნიკურ დეტალებს. ასევე, მხარეებმა განიხილეს საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.

British Airways-თან ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. შედეგად, 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე – www.ba.com.

British Airways-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.