ირაკლი ქადგიშვილი - სახელმწიფოს წინააღმდეგ შვიდთვიანი საბოტაჟის შემდეგ, ოპოზიცია დღეს რომ ითხოვს, მუშაობა გვინდა, შეგვიშვით პარლამენტშიო, ცოტა სასაცილოდ ჟღერს
ირაკლი ქადგიშვილი - სახელმწიფოს წინააღმდეგ შვიდთვიანი საბოტაჟის შემდეგ, ოპოზიცია დღეს რომ ითხოვს, მუშაობა გვინდა, შეგვიშვით პარლამენტშიო, ცოტა სასაცილოდ ჟღერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი არის დაბალანსებული, სამართლებრივად გამართული და სრულ შესაბამისობაში ქვეყნის კონსტიტუციასთან, კანონმდებლობასთან, მათ შორის საერთაშორისო ფუნდამენტურ სამართლებრივ ნორმებთან.

მისივე თქმით, მიღებული იქნება ამნისტიის კანონი, რათა ხელშეკრულების ყველა მუხლი ბოლომდე შესრულდეს.

„მე ვფიქრობ, რომ ერთი კანონპროექტი ალბათ გაჭირდება, რადგან ვიდრე ეს კნონპროექტი დაინიცირდებოდა, რამდენიმე შეხვედრა იყო პოზიციასა და ოპოზიციას შორის სწორედ იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ერთიანი ყოფილიყო, მაგრამ ოპოზიციამ არ მოისურვა, რომ ერთიანი კანონპროექტის ჩარჩოში გონივრული კომპრომისებისკენ წამოსულიყო. სახელმწიფოს წინააღმდეგ მთელი შვიდთვიანი საბოტაჟი გაწია ოპოზიციამ და დღეს რომ ითხოვენ მუშაობა გვინდა, შეგვიშვით პარლამენტშიო, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, როცა შვიდი თვის განმავლობაში ქვეყნის არც ერთი პრობლემა  არ გახსენებიათ, გარდა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა, როგორ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე. არ გამოუვიდათ ეს ამბავი, ამიტომ ახლა ამინისტიის გარშემო ცდილობენ რაღაცა პატარ-პატარა დეტალებით მოგვეკიდონ და გაართულონ ამით ვითარება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, დაგვეთანხმებიან, ხომ ძალიან კარგი, იმ ხელშეკრულების სულისკვეთებას გაიზიარებენ. თუ არ დაგვეთანხმებიან, რა თქმა უნდა, იქნება მიღებული ამნისტიის კანონი, რომ ხელშეკრულების ყველა მუხლი ბოლომდე იქნას აღსრულებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.