ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთში ე.წ. ცხელების ცენტრები დაათვალიერა
ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთში ე.წ. ცხელების ცენტრები დაათვალიერა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში არსებული ე.წ. ცხელების ცენტრები დაათვალიერა.

სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობებსა და ცხელების მქონე პაციენტებისთვის სპეციალურად მოწყობილი ბოქსირებული განყოფილებების ტექნიკური აღჭურვილობის საკითხს ირაკლი ქადაგიშვილი ადგილზე გაეცნო.

კახეთში, კერძოდ კი საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. ცხელების ოთხი ცენტრია გახსნილი.

„ყველგან დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა,  პერსონალი შესაბამისად მოტივირებულია. გააჩნიათ მკურნალობისთვის საჭირო გაიდლაინები და აღჭურვილობა. ვფიქრობთ, რომ ეს ცხელების ცენტრები თავის მოვალეობას შეასრულებს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მათი გამოყენების დიდი საჭიროება არ დადგება“ ,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახეთში, „ცხელების ცენტრებში“ კორინავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამ დრომდე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება.