ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი გახარიამ რითაც ისპეკულიანტა წინა არჩევნებში, მოსახლეობისთვის უკვე კარგად არის გაშიფრული, ამიტომაც ახლა მისი პარტიის 10 პროცენტი დაახლოებით ერთ პროცენტზეა ჩამოსული
ირაკლი ქადაგიშვილი - გიორგი გახარიამ რითაც ისპეკულიანტა წინა არჩევნებში, მოსახლეობისთვის უკვე კარგად არის გაშიფრული, ამიტომაც ახლა მისი პარტიის 10 პროცენტი დაახლოებით ერთ პროცენტზეა ჩამოსული

გიორგი გახარიამ რითაც ისპეკულიანტა წინა არჩევნებში, მოსახლეობისთვის უკვე კარგად არის გაშიფრული, ამიტომ ახლა მისი პარტიის 10 პროცენტი დაახლოებით ერთ პროცენტზეა ჩამოსული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ დაინახა, რომ გიორგი გახარია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არის „ნაციონალური მოძრაობის“ „მაშველი რგოლი“.

„რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე იყო, რომელიც რუსთავის საუკეთესო მერია. რუსთავს მაჟორიტარ დეპუტატად ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც უპირველესად ორიენტირებული რუსთავზე იქნება და მერთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, რაც რუსთაველებისთვის არის აუცილებელი. ამომრჩეველი ალბათ მთავარ პირობად დააყენებს იმას, თუ რამდენად იქნება მათი მომავალი დეპუტატი მომართული სწორედ რუსთავის ინტერესების გატარებაზე და პრობლემების გადაჭრაზე. რასაც ოპოზიცია აცხადებს, შიდა ოპოზიციური, პოლიტიკური ნარატივია, რომელსაც ნაკლები კავშირი ან არანაირი კავშირი არ აქვს რუსთავისა და გარდაბნის ინტერესებთან. არ შეიძლება, ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი იყოს პარლამენტის წევრი. ამას ოპოზიცია პრინციპულად არ აღიარებს, რადგან ამ ოპოზიციას საკუთარი მმართველობის დროს დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი. ის, რომ ეს ოპოზიცია რამდენიმე პარტიად დაიშალა, არ ნიშნავს, რომ ზნეობა შეიცვალეს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის, რითაც გიორგი გახარიამ ისპეკულიანტა წინა არჩევნებში, მოსახლეობისთვის ეს სპეკულაცია უკვე კარგად გაშიფრულია, ამიტომ ახლა მისი პარტიის 10 პროცენტი დაახლოებით ერთ პროცენტზეა ჩამოსული, ვინაიდან საკუთარ თავს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტად და ახალ, მესამე ძალად, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის ყველა მომენტში, თანამდებობიდან გადადგომის დღიდან, არჩევნებში მონაწილეობისას და არჩევნების შემდეგ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არის ე.წ. მაშველი რგოლი „ნაციონალური მოძრაობის“. რუსთავში ამომრჩევლისთვის ასეთი ეკლექტური ერთობა არაფრისმთქმელია, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს, თავისი თავი გადაირჩინოს და არა ამომრჩევლის ინტერესებზე იფიქროს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.