ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა მუნიციპალიტეტს თავისი სპეციფიკა აქვს, ყველა ადამიანს თავისი ბიოგრაფია და ხასიათი გააჩნია, ამ ერთობლიობით ხდება მუნიციპალიტეტში კანდიდატის შერჩევა
ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა მუნიციპალიტეტს თავისი სპეციფიკა აქვს, ყველა ადამიანს თავისი ბიოგრაფია და ხასიათი გააჩნია, ამ ერთობლიობით ხდება მუნიციპალიტეტში კანდიდატის შერჩევა

ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატების შერჩევის ორი ძირითადი კრიტერიუმია – კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებად წარადგენენ ადამიანებს, რომლებიც ნაყოფიერად მუშაობდნენ და გამარჯვების შემდეგ გააგრძელებენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში საქმიანობას, თუმცა სიახლეებიც იქნება.

„მოვლენებს არ გავასწრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ იქნება გარკვეული სიახლეები. იქნებიან ადამიანები, რომლებიც ნაყოფიერად მუშაობდნენ ამ ხნის განმავლობაში და გამარჯვების შემდეგ გააგრძელებენ მოღვაწეობას თავიანთ მუნიციპალიტეტებში. ძირითადი კრიტერიუმია ორი – კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ეს ორი მთავარი კრიტერიუმია, რითიც ხდება კანდიდატების არჩევა. ბუნებრივია, ყველა მუნიციპალიტეტს თავისი სპეციფიკა აქვს. ყველა ადამიანს თავისი ბიოგრაფია და ხასიათი გააჩნია და ამ ერთობლიობით ხდება თავის მუნიციპალიტეტზე ადამიანის მისადაგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.