ირაკლი ქადაგიშვილი - ვხედავთ, რომ „მეგობარი აქტი“ კონგრესმა სამუშაო დღის წესრიგში არ შეიტანა, ეს ნიშნავს, რომ რთულად, მაგრამ მსოფლიოში იცვლება დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ
ირაკლი ქადაგიშვილი - ვხედავთ, რომ „მეგობარი აქტი“ კონგრესმა სამუშაო დღის წესრიგში არ შეიტანა, ეს ნიშნავს, რომ რთულად, მაგრამ მსოფლიოში იცვლება დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესების მიმართ

ვხედავთ, რომ „მეგობარი აქტიც“, საბოლოო ჯამში, ამერიკის კონგრესმა თავის სამუშაო დღის წესრიგში არ შეიტანა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ნელა და რთულად, მაგრამ მსოფლიოში ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნელ-ნელა აღქმა და გაგება ხდება იმის, რომ საქართველომ არა ვიღაცის ინტერესების გამო იმოქმედა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავისი ეროვნული ინტერესი გაატარა.

„ჩვენ რომ ავყოლოდით იმ პროვოკაციულ გზავნილებს, მოწოდებებს და ზეწოლას, რასაც ჩვენზე ახორციელებდნენ, ახლა გაცილებით უმძიმეს ვითარებაში ვიქნებოდით, ვიდრე ამ ფეიკნიუსების მოგერიების პროცესში ვართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.