ირაკლი ქადაგიშვილი - ვინმე თუ იტყვის, რომ ნიკა მელია არის კონსტრუქციული, გავჩუმდებით, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ დროს მელია სახელმწიფო რეკეტიორი იყო, მისი კონსტრუქციულობა არ გაიშვა
ირაკლი ქადაგიშვილი - ვინმე თუ იტყვის, რომ ნიკა მელია არის კონსტრუქციული, გავჩუმდებით, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ დროს მელია სახელმწიფო რეკეტიორი იყო, მისი კონსტრუქციულობა არ გაიშვა

ჯერ შუაშისტებს რა ვუთხარი და შემდეგ ნიკა მელიას სახით შუაშისტების ლიდერს. მელია იყოს შუაშისტი შუაშისტების ლიდერად, როცა ადამიანი რაღაც იარლიყს მიიწებებს, მას იმ იარლიყით კი არ უნდა შევხედოთ, არამედ ორი და სამი დღის წინ რა აქვს ნაკეთები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია არ არის კონსტრუქციული პოლიტიკოსი.

„თუ ვინმე იტყვის, რომ ნიკა მელია არის კონსტრუქციული, მაშინ გავჩუმდებით, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ დროს ნიკა მელია სახელმწიფო რეკეტიორი იყო, რომელმაც თავის თავზე „ქართუ ბანკის“ დაყაჩაღება აიღო. ნიკა მელია ის ადამიანი იყო, ვინც პარლამენტის შტურმში, ცესკო-ს შტურმში და ყველანაირ არეულობაში წინ მიძვრებოდა. აქედან გამომდინარე, მისი კონსტრუქციულობა ორ ნაბიჯზე არ გაიშვა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში დაწერა: „ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერგადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა“.