ირაკლი ქადაგიშვილი - ვიღებთ კანონიერ პრევენციულ ზომებს, რაც ქვეყანას დაიცავს უკანონო მიგრაციისგან და იქნება მოწესრიგებული მიგრაციული პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ვიღებთ კანონიერ პრევენციულ ზომებს, რაც ქვეყანას დაიცავს უკანონო მიგრაციისგან და იქნება მოწესრიგებული მიგრაციული პოლიტიკა

მიგრაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. განსაკუთრებით, ეს ეხება უკანონო მიგრაციას. აქედან გამომდინარე, საქართველომ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები გაატარა და ბოლო პაკეტიც ამ მიმართულებით არის წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია უკანონო მიგრაციის აღკვეთა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და საზოგადოებას.

„ვუყურებდით, რა ხდებოდა ამერიკაში, ევროპაში, როცა მიგრაცია და, განსაკუთრებით, უკანონო მიგრაცია ლამის ეროვნული უსაფრთხოების დონეზე აყვანილი პრობლემა გახდა. ვიღებთ კანონიერ პრევენციულ ზომებს, რაც ქვეყანას უკანონო მიგრაციისგან დაიცავს, მაგრამ მოწესრიგებული მიგრაციული პოლიტიკა იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.