ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, რეალური პოლიტიკის რელსებს ასცდა
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, რეალური პოლიტიკის რელსებს ასცდა

„ნაციონალურ მოძრაობაში” ბევრ საკითხზე იყო და აქვთ პოზიციები გაყოფილი – არჩევნების საბოტაჟიდან დაწყებული, კანონის დარღვევის, მუქარებით გაგრძელებული და პარლამენტში არშემოსვლის ულტიმატუმით დასრულებული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, რეალური პოლიტიკის რელსებს ასცდა. ქადაგიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.

„ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია, რეალური პოლიტიკის რელსებს აცდა. სინამდვილეში, პოლიტიკა და განვითარების ლოგიკა სხვა სიბრტყეშია გადასული და ისინი მაინც წარსულიდან გველაპარაკებიან. მათ, როგორც პარლამენტში შემოსვლა მოუწიათ, ისევე მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა. ცივილიზებული პოლიტიკის არეალში დაბრუნებას რაც სწრაფად შეძლებენ, მით მეტი შანსი ექნებათ, რომ პოლიტიკურ სივრცეში დარჩნენ. საბოტაჟისა და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების ილუზიაში ყოფნას გააგრძელებენ, მით უფრო დამძიმდება მათი პოლიტიკური ბედი და მათ არც ბრიუსელში, არც ვაშინგტონში ვიზიტი აღარ უშველით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.