ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების მიზანია, საქართველოში ვითარება არიონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ხალხი, ვინც ქვეყანას ომისკენ წაიყვანს
ირაკლი ქადაგიშვილი - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების მიზანია, საქართველოში ვითარება არიონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ხალხი, ვინც ქვეყანას ომისკენ წაიყვანს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილი დავით არახამიას განცხადების შეფასებისას აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიზანია საქართველოში ვითარების არევა და ხელისუფლებაში იმ ხალხის მოყვანა, ვინც ქვეყანას ომისკენ წაიყვანს.

„უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები პირდაპირ პროვოკატორები არიან, რომელთა მიზანია, საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. რამდენჯერმე იყო მოთხვნილი, რომ საქართველოს მიმართ მტრულ განცხადებებზე რაიმე მტკიცებულება წარმოედგინათ, მაგრამ არც ერთხელ მტკიცებულება არ წარმოადგინეს და აბსურდამდეც კი მივედით, როცა გვითხრეს, თავად წარმოადგინეთ მტკიცებულება, რომ არაფერს აშავებთო. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკატორის განცხადებები, რისი მიზანიცაა, რომ საქართველოში სიტუაცია არიონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის ხალხი, ვინც ქვეყანას ომისკენ წაიყვანს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“. არახამიას თქმით, „მალე ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია საქართველოდან მთავრობის მომხრე ბევრი დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციების, ასევე ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე“.