ირაკლი ქადაგიშვილი - სუფთა ოპოზიცია რომ გვყავდეს და არ იყვნენ, ვინც არიან, ევროკავშირში ვისაც რა გეგმა უნდა ჰქონოდა, საქართველოს მზეს დაიფიცებდნენ
ირაკლი ქადაგიშვილი - სუფთა ოპოზიცია რომ გვყავდეს და არ იყვნენ, ვინც არიან, ევროკავშირში ვისაც რა გეგმა უნდა ჰქონოდა, საქართველოს მზეს დაიფიცებდნენ

სუფთა ოპოზიცია რომ გვყავდეს და ისინი არ იყვნენ, ვინც არიან, ევროკავშირში ვისაც რა გეგმა არ უნდა ჰქონოდა, საქართველოს მზეს დაიფიცებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს აღქმა-გაგების უნარი აღარ აქვთ, რადგან ქართველმა ხალხმა ნათლად თქვა, რომ ოპოზიციის პოლიტიკის შეცვლის დრო დადგა.

„ვინც გუშინ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მოისმინა, შეატყვეთ, რომ რაიმე გაიგო? იძახდა, გაყალბებული არჩევნები და რუსული სპეცოპერაცია იყოო. მათ უმრავლესობას აღქმა-გაგების უნარი აღარ აქვს. ალბათ, ქართველმა ხალხმა მათი პოლიტიკური ვერდიქტი გამოიტანა. გამოჩნდება ალბათ ვინმე ახალი, ვინც უფრო გონიერი პოლიტიკის გამკეთებელი იქნება. ერთმანეთს აბრკოლებენ. მუდმივი ტყუილი ერთმანეთში დაპირისპირებას იწვევს. მათ შიგნით იმ ძალას ვერ ვხედავ, რომ მათ არსებული ნარატივის შეცვლა შეძლონ. ალბათ, რაღაც პერიოდში რაღაც პოლიტიკური ძალის ფორმირება მოხდება. ესენი კონტრპროდუქტიული მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ არიან, არიან ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. სუფთა ოპოზიცია რომ გვყავდეს და ისინი არ იყვნენ, ვინც არიან, ევროკავშირში ვისაც რა გეგმა არ უნდა ჰქონოდა, საქართველოს მზეს დაიფიცებდნენ, მაგრამ მათი საშუალებით ქვეყანაზე ზეწოლის განხორციელებას ახერხებენ. ესენი გამოდიან და „რუსულის“ ძახილით საქართველოს დაზიანებას ცდილობენ. ოპოზიციის შიგნით „ნაცმოძრაობა“ მავნებლობს. „გირჩმა“ თავისი ამომრჩეველი რატომ გაზარდა? – მათი პოლიტიკური შეხედულებები არ მომწონს, მაგრამ მათ თავისი სახე ჩამოიყალიბეს. „ლელო“ თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ ნარატივში იყო ჩამჯდარი. არჩევნებში მონაწილეობდა და მიტინგისკენ მიუწევდა გული. რატომ? – ეს პარტია იდეის გარშემო არ არის შექმნილი, შექმნილია ლიდერების წყენის გამო“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.