ირაკლი ქადაგიშვილი - სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია სჭირდება, უსაფუძვლო კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გვყოფნის
ირაკლი ქადაგიშვილი - სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია სჭირდება, უსაფუძვლო კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გვყოფნის

ალბათ, სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენთან ურთიერთობაში მეტი დიპლომატია სჭირდება. საქართველო არ არის ქვეყანა, რომლის მიმართ ადვილად შეიძლება დამრიგებლური ტონით საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა,

მან კომენტარი გააკეთა ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შესაძლოა, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდეთ ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის მისაღწევად.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

„საბჭოთა კავშირისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მძიმე დარტყმები გადავიტანეთ და ამ ჰიბრიდული ომის მიუხედავად, რომელიც ახლაც გრძელდება, ქვეყანა წინ მაინც ეფექტურად მიდის. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა და უსაფუძვლო კრიტიკოსები ქვეყნის შიგნითაც გვყოფნის, გარედან კი, მათი წახალისება ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანა არ არის. ალბათ, პირველ რიგში, ყველამ თავის ქვეყანაზე უნდა იზრუნოს. ის, რომ ესტონეთი და ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ, განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ფაქტორებით. საქართველოს სასამართლო სისტემასთან შედარებით ძალიან შორს წასული არც მათი სასამართლო სისტემა იყო. ვერც ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყნის სასამართლო სისტემა ვერ მოვა ჩვენს სასამართლო სისტემასთან. ამიტომ, გეოპოლიტიკა და რეალური პრობლემები ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დატოვე კომენტარი