ირაკლი ქადაგიშვილი - სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენს სიმართლეს მაქსიმალურად გავუზიარებთ
ირაკლი ქადაგიშვილი - სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენს სიმართლეს მაქსიმალურად გავუზიარებთ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს კურსი ევროკავშირში ინტეგრაციაზე უცვლელია. მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფოს  მეტი თავშეკავებულობის რესურსი არ გააჩნდა.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებს, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ მათი კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს.

საქართველოს კურსი ევროკავშირში ინტეგრაციაზე უცვლელია. სამწუხაროა ერთი რამ, ამ გზაზე იმ პოლიტიკით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ახლა ოპოზიციაში, ყოველთვის ერთი შედეგი დგებოდა, მოგებული რჩებოდა რუსეთის ფედერაცია, რადგან მათი პროვოკაციული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფო სუსტდებოდა. დამარცხებული საქართველო გამოდიოდა. დამარცხებული გამოდიოდა ქართველი ერი და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ოკუპანტი. იგივე მიზნის მიღწევა ნაწილობრივ შეძლეს. მაგრამ ჩვენ სახელმწიფო მაქსიმალურად დავაზღვიეთ იმისგან, რომ სახელმწიფო არ ჩამოშლილიყო. სახელმწიფო ბოლომდე თავშეკავებული იყო. ამაზე მეტი თავშეკავებულობის რესურსი უბრალოდ აღარ არსებობს. მაგრამ როდესაც პირდაპირ გეუბნებიან, რომ შენ სახელმწიფო აღარ ხარ, რადგან რაც არ უნდა კანონი დავარღვიო, სახელმწიფო ვერანაირ რეაგირებას ვერ გააკეთებს, თქვენც გეკითხებით, ისეთი ქვეყნის მოქალაქეები ხართ, ვისაც ასეთი პოლიტიკური განცხადებებით ნამართი სახელმწიფო სჭირდება?.

პარტნიორები ყველაფრის საქმის კურსში არიან. ბუნებრივია, კრიტიკა მოდის და ამ კრიტიკას ჩვენ ველოდებოდით. მაგრამ ამავდროულად ამ კრიტიკის საპასუხოდ ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ კიდევ უფრო კარგად მოხდეს განმარტება იმის, თუ რა დილემის წინაშე აყენებდნენ სახელმწიფოს პროვოკაციული ძალები, მათ შორის საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე. ჩვენს სიმართლეს და ჩვენს პოზიციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მოკავშირეებს მაქსიმალურად გავუზიარებთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.