ირაკლი ქადაგიშვილი - სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერი გუშინ ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებოდა, ვეღარც მალავენ, რომ მიზანია რაღაც რევოლუციური სცენარის მოწყობა
ირაკლი ქადაგიშვილი - სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერი გუშინ ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებოდა, ვეღარც მალავენ, რომ მიზანია რაღაც რევოლუციური სცენარის მოწყობა

გუშინ აქციებზეც დავინახეთ, რომ შიდა ოპოზიციური კონკურენცია მიმდინარეობს, სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერი ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებოდა, ვის დარჩებოდა ლიდერის გვირგვინი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მიმდინარე აქციას ბევრი მხრიდან ეყოლება თავის მხარეს გადამქაჩავი.

„„Გირჩების“ ეს განცხადებაც სწორედ იმას მეტყველებს, რომ მათაც უნდათ ამ პროცესში ერთ-ერთი აქტორები და მონაწილეები იყვნენ. უკვე ვეღარც მალავენ, რომ მიზანია რაღაც რევოლუციური სცენარის მოწყობა. „ენჯეოებს“ თუ აინტერესებთ თავიანთი ბედი და თუ თანახმა არიან, რომ მათი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, მაშინ უნდა მოვიდნენ და თქვან, ამ კანონპროექტში რა არის ისეთი, რასაც ისინი დღენიადაგ ლაპარაკობდნენ, გამჭვირვალობა, მეტი გამჭვირვალობა და მეტი გამჭვირვალობა. მათ საქმიანობაში რა უნდა გაკეთდეს, რომ ოდნავ მაინც სახელმწიფოში არსებულ გამჭვირვალობას დაეწიონ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ტყუილი პათოსია და, საბოლოო ჯამში, ახალგაზრდული ენერგიის გამოყენება ყველაზე უფრო მდაბიოა მათი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„გირჩის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია: „მიტინგის მიზანმიმართული დაშლის ნაცვლად, ოპოზიცია და „ენჯეოები“ ერთად, საჯაროდ უნდა დასხდნენ და ხალხის თვალწინ ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა“.