ირაკლი ქადაგიშვილი – მელანი შემშრალი არ იყო, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების გარშემო ათასგვარი სპეკულაცია დაიწყო

12:35, 22.04.2021

შარლ მიშელი საქართველოდან გაფრენილი არ იყო, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების გარშემო ათასგვარი სპეკულაცია დაიწყო, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს კვლავ შეთანხმების ჩაშლა სურს.

„ევროპარლამენტარები ხედავენ, რომ ოპოზიციის ნაწილს კვლავ ყველანაირი ძალით სურს, ეს შეთანხმება ჩაიშალოს, პროცესს ჩრდილი მიადგეს, ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნას და გაღრმავდეს. მელანი შემშრალი არ იყო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოდან გაფრენილი არ იყო, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმების გარშემო ათასგვარი სპეკულაცია დაიწყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი