ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ კუთხით პარტნიორი ქვეყნების, მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ კუთხით პარტნიორი ქვეყნების, მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების და მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესასრულებლად გვჭირდება ევროატლანტიკურ სივრცესთან მეტი ინტეგრაცია.

„რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ კუთხით ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა არის უპირობო და უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესასრულებლად გვჭირდება ევროპასთან, ევროატლანტიკურ სივრცესთან მეტი ინტეგრაცია, მხარდაჭერა, რომ საქართველოს, როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა იყოს გარანტირებული და ნორმალური“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება გუშინ გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ „სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას“.