ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოში პოლიციამ იმოქმედა ევროპის ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტით
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოში პოლიციამ იმოქმედა ევროპის ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტით

საქართველოში პოლიციამ იმოქმედა ევროპის ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიერ 7-8 მარტის აქციების შეფასებას.

„ყველას მოვუწოდებთ, ვიყოთ ადეკვატურები და პროპორციულები. შევადაროთ, როგორ მოქმედებს პოლიცია ევროპაში და მერე შევადაროთ, როგორ მოქმედებს პოლიცია საქართველოში. ჩვენი მიზანი თუ არის ზოგადად პოლიცია გავაუქმოთ და დემონსტრანტს მივცეთ მოლოტოვის კოქტეილები, არა მარტო პოლიციელების, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის დარბევის უფლება, ეს იქნება ადეკვატური ქცევა? მაშინ ვთქვათ, რომ ეს არის ოცდამეერთე საუკუნის სტანდარტი. თუ არადა, გონიერების ჩარჩოებში თუ ვზივართ, შევხედოთ, როგორ მოქმედებს პოლიცია ანალოგიურ შემთხვევებში საფრანგეთში, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში და მერე ვთქვათ, როგორ იმოქმედა პოლიციამ საქართველოში. იმოქმედა ევროპის ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.