ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ყველა იმ მიზნის ერთგულია, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს, შიდაპოლიტიკური ნაბიჯით საგარეო ორიენტაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ყველა იმ მიზნის ერთგულია, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს, შიდაპოლიტიკური ნაბიჯით საგარეო ორიენტაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური ნაბიჯით ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, შეთანხმება პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას ემსახურებოდა, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არ მოაწერეს ხელი დოკუმენტს.

„საქართველო ყველა იმ მიზნების და აღიარებული გზის ერთგულია, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან გვაახლოებს. ამიტომ ამ კუთხით, ამ შიდაპოლიტიკური ნაბიჯით ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას არანაირი საფართხე არ ემუქრება. ეს შეთანხმება თავის თავში გულისხმობდა, რომ შეთანხმება უნდა ყოფილიყო როგორც სახელისუფლო პარტიის, ასევე ყველა ოპოზიციური პარტიის კონსენსუსის ადგილი. პირველ რიგში აქ იგულისხმებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც რიცხობრივად ყველაზე დიდი პლიტიკური პარტიაა და პარლმენტში ყველაზე დიდი ფრაქცია გააჩნია.

მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, აგრეთვე სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, მათ შორის „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ არ მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას და ისინი ყოველ მხრივ ბოიკოტირებას უწევდნენ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ არა მარტო პუნქტებს, არამედ მთლიანად სულისკვეთებას. მათი პარლამენტში შემოსვლა ყოველთვის დაკავშირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში დებოშის და დესტრუქციის ატეხვასთან. ახლაც, უკვე 3 კვირის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.

არ დადიან პარლამენტში და პარლამენტის სხდომებს არ ესწრებიან. თუ მოვლენ, მოვლენ მხოლოდ იმ სცენის დასადგმელად, რაც მათ ორჯერ მოსვლას თან მოჰყვა – სრული დესტრუქცია, მაგიდებზე ახტომა და სპიკერის ადგილის დაკავება. „ქართულმა ოცნებამ“ დიდ წილად ყველა ის პუნქტი შეასრულა, რომელიც ამ შეთანხმებაში იყო ჩადებული, და თუ რამ დროში შესასრულებელია, ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებთ. ეს არა მარტო ამ ხელშეკრულების, ზოგადად ჩვენი პოლიტიკური ნება და სამოქმედო გეგმაა.

მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მხარე ყველაფერზე უარს ამბობს, მათ შორის ამბიციური საარჩევნო რეფორმა ჩატარდა და არა თუ მონაწილეობა არ მიიღეს, ხმაც არ მისცეს, მათ შორის „ლელომ“, რომელსაც ხელი მოწერილი აქვს, ხმა არ მისცა ამ ახალ კანონპროექტს, საარჩევნო კოდექსს, ჩვენ ცალმხრივად დამოკიდებულები ვხდებოდით. ყველა დათმობა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან უნდა ყოფილიყო და ისინი ამზადებდნენ სიტუაციას მომავალი საბოტაჟისთვის, პასუხისმგებლობას არც ერთ საკითხზე არ იღებდნენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ძალიან სწორი და თამამი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელივანია, რათა პოლიტიკური პროცესები ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით წარიმართოს.

„ხელშეკრულებას ხელი რომ მოვაწერეთ, ამ დოკუმენტში 99, 9 პროცენტი თუ რამე იყო დასათმობი და შესასრულებელი, იყო „ქართული ოცნების“. ოპოზიციის საქმე იყო ერთადერთი, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საპარლამენტო მუშაობა გაეწიათ. ასევე, დაპირისპირება შეცვლილიყო საპარლამენტო ცხოვრებით, რომელიც კონსენსუსსაც და კრიტიკასაც ითვალისწინებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებეთ და ისინი არაფერს აკეთებენ. ყოველთვის მოძებნიდნენ ნებისმიერ საუკეთესო კანონში ერთ მძიმეს, რომელსაც გამოეკიდებოდნენ და იტყოდნენ, რომ ჩვენ ამ კანონს ხელს არ მოვაწერთ. ჩვენ თუ მათი ქმედებების ლოგიკას შევხედავთ, დავინახავთ, რომ მათი ქმედებების ლოგიკა მიდიოდა იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში ისევ ქვეყნის ნჯღრევის, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანისა და ე.წ. გაყალბებული არჩევნებისთვის პლატფორმა მოემზადებინათ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.