ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს ამომწურავ პასუხებს გასცემს
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს ამომწურავ პასუხებს გასცემს

საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს ამომწურავ პასუხებს გასცემს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„იმედია, ერთხელ და სამუდამოდ რეფორმებზე საუბარი იქნება საქმიანი, ობიექტური და რეალურად წაკითხული კანონებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით, რა რეფორმები გაკეთდა და სად არის ჩვენი ქვეყანა ინსტიტუციები რეფორმების თვალსაზრისით. თუ პროცესი დაცლილი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან და საუბარი იქნება რეალურ ანალიზსა და რეალურ შეფასებაზე, თუ როგორია ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა და რეფორმების ბაზა, ეს იქნება ყველაზე კარგი სამსახური ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. თუ ოპონენტები იმის მაქსიმუმს არ გააკეთებენ, რასაც უვიზო რეჟიმის დროს აკეთებდნენ, როცა ევროპულ სტრუქტურებში დადიოდნენ და ყველგან იძახდნენ, რომ ამ მთავრობის ხელში უვიზო რეჟიმს ნუ მოგვცემთო, რადგან მთავრობის ყულაბაში პოლიტიკური ქულა იქნებაო. თუ ანალოგიურ კურსს გააგრძელებენ, ეს მათთვის ცუდი იქნება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს დღეს გადასცემს.