ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია
ირაკლი ქადაგიშვილი - სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული.

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

„ამის მიუხედავად, მის მიერ გამოგზავნილ დასკვნას ყურადღებით შევისწავლით და თუ ობიექტური შენიშვნა იქნება, გავიზიარებთ და მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მივცემთ, მაგრამ სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურად ანგაჟირებულია და მისი პოლიტიკურად ანგაჟირებულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როცა მთელ კამპანიას ორკესტრირებდა თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან და წამებასთან დაკავშირებით. მისი პოლიტიკური ანგაჟირების მიუხედავად, სახალხო დამცველის დასკვნას ყურადღებით გავეცნობით და ობიექტურად შევაფასებთ. პოლიტიკურად ანგაჟირებულია ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა.