ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაურთო, რაც არის რეალობა
ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაურთო, რაც არის რეალობა

სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს სამართლებრივი შენიშვნა ვერ დაურთო, რაც არის რეალობა და ეს ქაღალდზე შავით თეთრზე წერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ვეტოში ბოლო პუნქტს ასე ჩავწერდი – ეს კანონი იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე. რომ გავწევრიანდებით, შემდეგ, რა თქმა უნდა, იმ კანონს შევუერთდებით, რომელიც ევროკავშირშია და რომლის მიღებას აპირებენ. ის კანონპროექტი უფრო მკაცრია და ბევრი რეგულაცია აქვს, რა თქმა უნდა, ვეტო დაძლეული იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო 19 მაისს დაადო. „ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.