ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილის სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას და გავაპროტესტე, მაგრამ სიტყვა მოღალატე არ მითქვამს
ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილის სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას და გავაპროტესტე, მაგრამ სიტყვა მოღალატე არ მითქვამს

მაშინ გავაკეთებ კომენტარს პრეზიდენტის სიტყვაზე, როცა მისი სიტყვა რაიმენაირად პოზიტიურად ღირებული იქნება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გააპროტესტა, თუმცა სიტყვა „მოღალატე“ არ უხსენებია.

„სიტყვა „მოღალატე“ არ თქმულა, შეიძლება, ვიღაცამ თქვა ასეთი სიტყვა, მაგრამ მე არ მითქვამს და არც გამიგია. მე გავაპროტესტე, მაგრამ ეგ სიტყვა არ ყოფილა. შეიძლება, ვიღაცამ თქვა, მაგრამ ჩემგან არ ყოფილა. გავაპროტესტე, რადგან მისი სიტყვა არ შეეფერებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერება საქართველოს. მის სიტყვაზე მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.