ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი სპეკულაციებს ეწევა, რათა სასჯელისგან გათავისუფლდეს ისე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეს, ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს
ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილი სპეკულაციებს ეწევა, რათა სასჯელისგან გათავისუფლდეს ისე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეს, ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს

სააკაშვილი და მისი მომხრეები მის განთავისუფლებას ან შეწყალებას კი არ ითხოვენ, მათი ამოცანაა, სააკაშვილი გათავისუფლდეს იმ მოტივით, რომ სახელმწიფომ მოწამლა, თან აწამა, ანუ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მძაფრი ფორმით გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „პოლონური რადიოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პოლონეთი მზად არის, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს არ არის ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, ეს არის რაღაც ინფორმაცია.

„ჰუმანისტებს, ვინც სააკაშვილის მმართველობაზე ზრუნავდნენ, ერთხელაც არ წამოსცდენიათ, იქნებ სააკაშვილს მოუწოდონ, იმკურნალოს და საკვები მიიღოს. ვხედავთ, რომ მთელი ამ კამპანიის განმავლობაში იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ სააკაშვილი გამოჯანმრთელდეს, მიზანია ისპეკულიანტონ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილი მართლა ავად კი არ არის, არამედ სპეკულაციებს ეწევა, რათა ამ გზით მიაღწიოს სასჯელისგან გათავისუფლებას ისე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ახალი შეტევის საფუძველი ჰქონდეს. ალბათ ეს ყველაფერი ევროკავშირმა უნდა გაიაზროს და ოფიციალური განცხადება შემდეგ უნდა გააკეთოს, თუ აპირებს ამას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.