ირაკლი ქადაგიშვილი – რუსეთს აგრესიის მასშტაბის გაფართოვება რომ ნდომოდა, ამას გააკეთებდა, სააკაშვილმა ჯარი მართვის გარეშე დატოვა, ფრონტის ხაზი, დაჭრილი მებრძოლები მიატოვა
მიხეილ სააკაშვილი ცრუპენტელაა. რუსეთს აგრესიის მასშტაბის გაფართოვება რომ ნდომოდა, გააკეთებდა, რადგან მთავარსარდალი გადამამული და დამალული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა ჯარი მართვის გარეშე დატოვა, ფრონტის ხაზი, დაჭრილი მებრძოლები მიატოვა.
„მთელი მსოფლიო უყურებდა, რა მდგომარეობაშიც იყო. სააკაშვილი დამანგრეველი პოლოტიკის გამართლებას იმით ცდილობს, რომ თბილისში შემოვიდოდნენ, რომ არ ვმდგარიყავიო. დამალული იყო და ჯარი გაყვანილი იყო დედაქალაქიდან, საბრძოლო არეალებიდან. ეს იგივე ბაქიბუქობაა, როცა დავით ბაქრაძემ განცხადება წაიკითხა – ბრძანება ხალხზე იყო გაცემული, ხალხი რუსებს ისე შეგებებოდა, როგორც შეეძლოთ, დანებით და ჩანგლებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ იმას, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია იმ ომის ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს“.