ირაკლი ქადაგიშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიციას უცხოელმა პატრონებმა უთხრეს, თუ პარლამენტში არ შეხვალთ, რევოლუციას აგიგორებთო, 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიან განვითარებას აირჩევს
ირაკლი ქადაგიშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიციას უცხოელმა პატრონებმა უთხრეს, თუ პარლამენტში არ შეხვალთ, რევოლუციას აგიგორებთო, 4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიან განვითარებას აირჩევს

4 ოქტომბერს ქართველი ხალხი არა მხოლოდ თვითმმართველობას აირჩევს, არამედ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ეს კიდევ ერთი შანსი იქნება იმ ქვეყნებისთვის, ვისაც პარტნიორობა უნდათ, ნაბიჯები გადმოდგან, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაში უცხოელმა პატრონებმა მოაქციეს.

„ოპოზიცია თამაშგარე მდგომარეობაში უცხოელმა პატრონებმა მოაქციეს. საპარლამენტო მანდატების გამოყენებას დიდი ინტელექტი არ უნდოდა, მაგრამ გარედან რევოლუცია ეჩქარებოდათ. როგორც ჩანს, უთხრეს, თუ პარლამენტში არ შეხვალთ, რევოლუციას აგიგორებთო. ფული, რომელიც რევოლუციის განხორციელებაზე მოდიოდა, ერთი მიზნით იგზავნებოდა – საქართველოში ის მარიონეტული ხელისუფლება მოეყვანათ, რომელიც ქვეყნის მეორე ფრონტად ქცევას კარგად გაჰყვებოდა. რისთვის იყო ეს ყველაფერი გამიზნული? საქართველოში ეს პოლიტიკა აღარ გაუვათ. მოსახლეობის უმრავლესობამ დაინახა, რა იმალება ლამაზი განცხადებების უკან. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი არა მხოლოდ თვითმმართველობას აირჩევს, არამედ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ეს კიდევ ერთი შანსი იქნება იმ ქვეყნებისთვის, ვისაც პარტნიორობა უნდათ, ნაბიჯები გადმოდგან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.