ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიცია მთლიანად დამოკიდებულია გარე სანქციებზე, როცა მოსახლეობაში არ აქვთ დასაყრდენი, ერთადერთი დარჩენიათ, იქნებ ქვეყანას სანქციები დაედოს
რადიკალური ოპოზიცია მთლიანად დამოკიდებულია გარე სანქციებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„როცა მოსახლეობაში არ აქვთ დასაყრდენი და ხალხზე მათი აღვირახსნილი პროპაგანდა არ ჭრის, ერთადერთი დარჩენიათ, რომ იქნებ ამ ქვეყანას ისეთი სანქციები დაედოს, ქვეყანაში ცხოვრება გაუარესდეს და ხალხი გარეთ ამ საბაბით მაინც გამოვიდეს. მათი პოლიტიკური აზროვნების მთელი ფილოსოფია ეს არის, იმ გარე მხარდამჭერებისაც, ვინც საქართველოში ახალისებენ რადიკალიზმს, კანონის დარღვევას, რათა სპეკულაციების საშუალება ჰქონდეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „იმ ხაზს უნდა მივყვებოდეთ, რომელსაც მივყვებით – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“.