ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალური ოპოზიცია იმყოფება დილემის წინაშე, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? ეს ნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ფეიკპროპაგანდა მათივე ხელით დეზავუირებული აღმოჩნდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია იმყოფება დილემის წინაშე, მიიღონ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა?
ქადაგიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ფეიკპროპაგანდა მათივე ხელით დეზავუირებული აღმოჩნდება.
ამავდროულად, ქადაგიშვილი ამბობს, რომ სახეზეა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შიდა კონკურენციაც.
„მათ არჩევანი აქვთ ცუდსა და უარესს შორის, ეს არჩევანი თავიანთი უნიათო პოლიტიკის შედეგად მიიღეს. ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რადიკალური ოპოზიცია დიდი დილემის წინაშე იმყოფება, რა ქნან, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა? ეს ნიშნავს, რომ მთელი მათი ფეიკპროპაგანდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მათივე ხელით დეზავუირებული აღმოჩნდება; არ მიიღონ მონაწილეობა და საერთოდ რჩებიან ყოველგვარი დემოკრატიული სისტემის გარეთ. ამიტომ ეს წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, მათ შორისაც წინააღმდეგობას იწვევს. ამავდროულად, მათ შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ერთი დიდი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, შიდა კონკურენციაც სახეზე გვაქვს და, ბუნებრივია, 5 ნომრის „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არანაირი სურვილი, რომ თავისი ელექტორალური პოტენციალი გადაულოცოს სალომე ზურაბიშვილს და მის ყულაბაში ჩაიდოს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე არის სწორედ ის წინააღმდეგობა, დაპირისპირება, რაც მათ შორისაა. არის როგორც თვითონ მასშტაბურად ოპოზიციის თვითდაზიანება და, ამ ვითარებაში, შიდა კონკურენციაც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.